ტრანს ნარატივები: არაბინარული ამბები

ოთხი ვიდეო-ესსე ტრანსფემინისტი აქტივისტის, ნატა ტალიკიშვილის, მოგონებებსა და ოცნებებზე, შექმნილი "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე"-ს მიერ, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის პროექტისთვის "ტრანს ნარატივები".

პროექტი "ტრანს ნარატივები" 2016 წელს კრებულის სახით დაიბადა. ტრადიციული სივრცეებიდან განდევნილი პერსონალური ისტორიების მოყოლის სურვილმა, წლების განმავლობაში, გამოხატვის ალტერნატიული გზების ძებნა დაიწყო და  შევიწროვებული სიჩუმიდან, წერილობით, ხმოვან და ვიზუალურ ამბებად, მოძრავ კედლად და ვიდეო-ინსტალაციად იქცა.

„სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“ 2 ათწლეულზე მეტია ქმნის დოკუმენტურ ფილმებსა და ვიდეო პროექტებს განსაკუთრებული ფოკუსით ქალებისა და ლგბტქი+ ადამიანების გამოცდილებებზე. მეინსტრიმ მედიის მიერ წარმოებული კლიშეების კრიტიკული გააზრებით, სტუდიომობილის თხრობა ალტერნატიულ, ფემინისტურ ხედვას, ფორმას და ეთიკას ეფუძნება.

გამოყენებული ფოტოები: ქალთა ინიცატივების მხარდამჭერი ჯგუფის გამოფენა, რომელიც 2019 წელს ტრანს ხილვადობის საერთაშორისო დღეს,  ქვიარ ღამეების სერია Kiki-ს ერთი წლის იუბილეზე  მომზადდა.

ტრანს ნარატივები: არაბინარული ამბები N 4

ტრანს ნარატივები: არაბინარული ამბები N 3

ტრანს ნარატივები: არაბინარული ამბები N 2

ტრანს ნარატივები: არაბინარული ამბები N 1

Loading…
Loading the web debug toolbar…
Attempt #