ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ

სამ-ნაწილიანი ქორეოგრაფიული წარმოდგენა  “საღამოს სიმღერა.

Რა კარგია! CHECK OUT”  ცეკვისა და ფიზიკური თეატრის სინთეზია, რომელიც ქრონიკულ პოსტტრავმულ მდგომარეობას აღწერს.

Სპექტაკლი, ერთი მხრივ, გვიჩვენებს მუდმივად გარდამავალ დროსა და სივრცეში, ხანგრძლივად, ერთ ადგილას შეჩერებული ადამიანების დრამას, მეორე მხრივ კი, ბასრი, ზოგჯერ სევდიანი იუმორით ცდილობს ილაპარაკოს იმ მიზეზებსა და გარემოებებზე, რის გამოც საზოგადოება კოლექტიურად ივიწყებს და მალავს ტრავმას.

Სასტუმრო “საქართველო”, რომელშიც ეს წარმოდგენა თამაშდება სწორედ ამ დავიწყებისა და ტრავმის განდევნის სიმბოლოა. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე მდებარე, ერთ დროს დიდებული სასტუმრო დღეს საკუთარ ფუნქციას აღარ ატარებს. Შენობა სხვადასხვა დროს გაიყიდა, იცვლის ფუნქციებს, ხან კაზინოდ გარდაიქმნება, ხან კლუბად, ხან იურიდიულ კომპანიად და ხანაც გამვლელების საპირფარეშოდ.

2023 წელს, სპექტაკლის დადგმის დროს, აფხაზეთის ომიდან 30 წლის შემდეგ, სასტუმრო საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირები ჯერ ისევ “დროებით” ცხოვრობდნენ.

სპექტაკლი სასტუმრო “საქართველოსგან”, მაყურებლის წარმოსახვაში ქმნის ერთგვარ მემორიალს, რომელიც საკუთარ თავში მოგზაურობის, ტრავმის აღიარებისა და დასრულების შესაძლებლობას აჩენს.

Oh, what a privilege it is, to be ALIVE Right here

სპექტაკლის პირველი ნაწილი სასტუმროს ბოლოსწინა სართულზე მიმდინარეობს. მაყურებელი დიდი ხნის წინ გაუქმებული სასტუმროს საბჭოთა ინტერიერში აღმოჩნდება, რომლის ფოიედანაც ფანჯრები საღამოს ქალაქს გადაჰყურებს.

ეს ნაწილი წარმოადგენს 5 ქალის სოლო ცეკვას გადაულახავი ტრავმების შესახებ.

ხუთივე მათგანი ერთსა და იმავე ფიზიკურ სივრცეშია მოქცეული, თუმცა მათი ისტორიები ერთმანეთთად დიალოგში არ შედის. ხშირად მეორდება სტრუქტურები, ირეკლება მოძრაობები, მეორდება მოლოდინები, მაგრამ ტკივილი გაუზიარებელი რჩება.

ამ მასკულინურ არქიტექტურაში ქალები მასიურ კოლონებსა და კედლებს ეხეთქებიან, ფანჯრებს აღებენ, ხმაურით ხურავენ. თითქოს რაღაც ან ვიღაც ძვირფასი შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ ამ სიხარულის მოლოდინი უეცარ კატასტროფად გარდაიქმნება.

საღამოსთვის დამახასიათებელი მელანქოლიური სიმშვიდე ომს გადარჩენილი ადამიანების შფოთვაში იზრდება.

საღამოს სიმღერა სრულდება პურის რიგიდან დაბრუნდებული ქალის ნელი და აუჩქარებელი სვლით დერეფნისკენ.

ფანჯრებში უკვე ღამეა, მაყურებელი იღებს მითითებას, რომ ერთი სართულით ქვემოთ ჩავიდე.

საღამოსთვის დამახასიათებელი მელანქოლიური სიმშვიდე ომს გადარჩენილი ადამიანების შფოთვაში იზრდება.

საღამოს სიმღერა სრულდება პურის რიგიდან დაბრუნდებული ქალის ნელი და აუჩქარებელი სვლით დერეფნისკენ.

ფანჯრებში უკვე ღამეა, მაყურებელი იღებს მითითებას, რომ ერთი სართულით ქვემოთ ჩავიდე.

OH, THANK YOU, THANK YOU!

მეორე ნაწილი აივნებიან დარბაზში მიმდინარეობს. მაყურებელი ზემოდან უყურებს “უწყლო აუზის სინქრონულად მოცურავეების” სიხარულით სავსე ცეკვას.

ირგვლივ ყველაფერი საზეიმოა და ისტერიკულად ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა!

სპექტაკლის ბოლო ნაწილი შექმნილი მუსიკის გარეშე მიმდინარეობს. ერთადერთი რაც გვესმის, განმეორებადი მოწოდებაა: CHECK OUT, PLEASE!

მონაწილეები ჯერ კიბეებზე ჩნდებიან ჩანთებით ხელში, ნელი ნაბიჯებით ჩადიან და ადიან კიბეებზე, თანდათან ცეკვაც, მუსიცა და ხმოვანი ლანდშაფტის უკიდურესად დამიწებულ რეალობას უახლოვდება.

მოცეკვავეები მაყურებელთან ერთად სასტუმროს შესასვლელში ჩადიან და იქაურობას ჩანთებით ავსებენ. ბოლოს კი ქუჩაში უჩინარდებიან.

პროდიუსერი - ნინო დავაძე

კონცეპცია - ნინო დავაძე, თამრი ოხიკიანი, ნათია ჩიკვაიძე, დავით ხორბალაძე

დრამატურგი და რეჟისორი - დავით ხორბალაძე

ქორეოგრაფი - ნათია ჩიკვაიძე

კომპოზიტორი - ნინო დავაძე

სცენოგრაფია და კოსტიუმები - თამრი ოხიკიანი

განათება - სანდრო გუჯაბიძე

მონაწილეები - ანასტასია კოვალენკო, მარინა მაკასარაშვილი, თანო ჩხეიძე, ნათია ჩიკვაიძე, ვალერია ხრიპაჩი.

აფიშა: ივა ქიმერიძე

ფოტო, ვიდეო: საბა შენგელია, ეკა დარსაველიძე

ვიდეო დოკუმენტცია: საველი შარკოვი

მხარდამჭერები: “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (Wisg), ქალაქ თბილისის მერია, ქალთა ფონდი საქართველოში, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სააგენტო (Culture,sport and youth affairs agency).

მადლობა თეატრალურ კომპანია ჰარაკს

Loading…
Loading the web debug toolbar…
Attempt #